ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე საბოლოო სალექარების გარეცხვა განხორციელდა.
ყოველდღიურად გამწმენდ ნაგებობაში 60 000 მ3 წყალი შემოედინება, რომლის გაწმენდა ეტაპობრივად, რამდენიმე ფაზას გადის. გაწმენდილი წყალი ზღვაში, სატუმბი სადგურის მეშვეობით, 1 კმ და 100 მეტრის მანძილზე, 40 მეტრ სიღრმეში ჩაედინება.
გაწმენდილი წყლის ყოველდღიურ მონიტორინგს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ლაბორატორია, ევროკავშირის სტანდარტის - ზღვაში ჩასაშვები გაწმენდილი წყლის ზღვრული ნორმების თანახმად აწარმოებს.
გამწმენდი ნაგებობის ლაბორატორია და შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრის უახლესი კვლევები მოწმობენ, რომ 2007 წლიდან დღემდე შავი ზღვის დაბინძურების ხარისხი რადიკალურად შემცირებულია.