გოგოლის ქუჩაზე მიმდინარეობს ღია სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები
გოგოლის ქუჩაზე მიმდინარეობს ღია სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები.
სპეცტექნიკის მეშვეობით მდინარეებიდან შლამის ამოღება ხორციელდება.
მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები სანიაღვრე წყლების გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუხსნის დატბორვის საფრთხეს.