სტრატეგიული განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც საკონსულტაციო კომპანია MACS-ის ხელმძღვანელი მატიას ჰიტცელი, „პოში და პარტნიორები”-ს ექსპერტი, წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებში ერიხ კაშკა და „ბათუმის წყალის" გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე ესწრებოდნენ, შპს „ბათუმის წყალის“ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს.