„ბათუმის წყალი“, რომელიც მუნიციპალურ საწარმოდ 2006 წელს დაარსდა, ქალაქისა და შემოერთებული ტერიტორიების მასშტაბით 100 ათასამდე აბონენტს ემსახურება. ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოვიპოვებთ და ვქმნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს – მაღალი ხარისხის სასმელ წყალს, რომელსაც დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ვამუშავებთ და ვაწვდით ქალაქ ბათუმის მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს. ქ.ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე ხუთასზე მეტი თანამშრომელი ზრუნავს.
„ბათუმის წყალის“ მთავარი ფასეულობაა ხარისხიანი და უსაფრთხო სასმელი წყალი - რაზეც ზრუნავს კომპანიის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. ლაბორატორია იკვლევს სასმელ, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს. სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი, ლაბორატორიული შემოწმება წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და ქალაქის ქსელის სხვადასხვა წერტილიდან აღებულ სინჯებზე ტარდება. „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმიური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს. ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HAH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დადგინდეს სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კომპანიაში დაინერგა. ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად მიეწოდება.
კომპანიის საქმიანობაში იგულისხმება:
სათავე ნაგებობების, საწნევო-სამარაგო რეზერვუარების და მასთან დაკავშირებული ქსელების ექსპლუატაცია;
ადლიის გამწმენდი ნაგებობის ექსპლოატაცია;
წყალმიმღებების და ონკანიდან გამომავალი წყლის მუდმივი კონტროლი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება;
წყლისა და წყალარინების ქსელში დაზიანების დროული აღმოფხვრა;
მომხმარებელთან ურთიერთობა და მომსახურების ოპერატიულობა;
ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მომსახურება;
850 კმ სიგრძის სიგრძის წყლისა და წყალარინების მილსადენების, 14 წყალარინებისა და სანიაღვრე სატუმბო სადგურის ექსპლოატაცია;
სათავე ნაგებობების, საწნევო-სამარაგო რეზერვუარების და მასთან დაკავშირებული ქსელების ექსპლოატაცია;
„ბათუმის წყალს“ მიღებული აქვს „წყლის საერთაშორისო ასოციაციის„ - IWA - მიერ დაწესებული პრიზი ექსპლოატაციასა და მენეჯმენტში წარმატებისთვის (ქ.ბრიუსელში 2012წ). და ამავე ასოციაციის პრიზი ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობას ინოვაციური პროექტის ნომინაციაში (ქ.ნაირობი 2013წ).