(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული
  • No items available
„ბათუმის წყალის“ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს
22.10.2021

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ და შპს „ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დავითაძემ, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობისათვის „ბათუმის წყალის“ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს.

ტრაგედიის პერიოდში „ბათუმის წყალის" ბრიგადები სამაშველო სამსახურთან ერთად სრულად იყვნენ მობილიზებულები და აქტიურად ჩართულნი პროცესში.

უწყების სატრანსპორტო განყოფილების ყველა თანამშრომელი სპეცტექნიკით 28 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდა.

შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების სექტორში ავტორიზაცია გაიარა.
21.10.2021

შპს „ბათუმის წყალი“ საქართველოში პირველია, რომელმაც წყალმომარაგების სექტორში ავტორიზაცია გაიარა.

ორგანიზაციას ლიცენზია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიანიჭა.

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის, გიგა ნადირაძის განცხადებით, „ბათუმის წყალმა“ ავტორიზაცია ახალი კანონმდებლობის შესაბამისად წარმატებით გაიარა.

„ბათუმის წყალი“ დღემდე მოქმედებდა 2011 წელს აღებული ლიცენზიის ფარგლებში. ლიცენზიის მიღების მიზნით შპს „ბათუმის წყალმა“ შესაბამისი განაცხადით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას 2020 წლის თებერვალში მიმართა.

სტრატეგიული განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
13.10.2021

შეხვედრაზე, რომელსაც საკონსულტაციო კომპანია MACS-ის წარმომადგენელი და „ბათუმის წყალის" გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე ესწრებოდნენ, შპს „ბათუმის წყალის“ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს.

გოგოლის ქუჩაზე მიმდინარეობს ღია სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები
7.10.2021

გოგოლის ქუჩაზე მიმდინარეობს ღია სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები.

სპეცტექნიკის მეშვეობით მდინარეებიდან შლამის ამოღება ხორციელდება.

მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები სანიაღვრე წყლების გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუხსნის დატბორვის საფრთხეს.

შარაშიძის ქუჩაზე მიმდინარეობს დ-800 მმ დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები.
6.10.2021

მთელი დღის განმავლობაში ამინდის მიუხედავად, მიმდინარეობს ავარიულად დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები .