(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული
  • No items available
„ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დავითაძემ ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
19.11.2021

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებთან დაკავშირებულ მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ასევე განიხილეს სემეკის მიერ დანერგილი ახალი მომსახურება.

ბათუმში მოსახლეობის ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემაზე გადართვა გრძელდება.
18.11.2021

ბათუმში მოსახლეობის ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემაზე გადართვა გრძელდება.

ბოლო ორ თვეში ქალაქის მასშტაბით წყალარინებისა და სანიაღვრეს ახალ სისტემაზე 250-მდე აბონენტი გადაერთო.

რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 5 კილომეტრამდე ახალი წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო.

ამ ეტაპზე სამუშაოები სულაბერიძის, ჩხაიძის, ანგისის ქუჩებზე და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს.

სტრატეგიული განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების კომისიის სხდომა გაიმართა.
16.11.2021

სტრატეგიული განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც საკონსულტაციო საკონსულტაციო კომპანია MACS-ის ექსპერტი ჰარალდ ვალდიქსი და „ბათუმის წყალის" გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე ესწრებოდნენ, შპს „ბათუმის წყალის“ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს.

ხელვაჩაურში ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
11.11.2021

ხელვაჩაურში, ბეთლემისა და სხალთის ქუჩებზე ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ დასახლებაში 2 ათასი გრძ.მ. ქსელი მოეწყო.

ახალი წყალმომარაგების სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს.

„ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა კომპანია „MACS”-ის ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადასცა
10.11.2021

„ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დავითაძემ საკონსულტაციო კომპანია „MACS”-ის ხელმძღვანელს მატიას ჰიტცელს, კომპანიის ექსპერტს ჰარლდ ვალდიქსსა და კოორდინატორს, სამოქალაქო ინჟინერ-კონსულტანტს ვასილ ტროფიმოვს შპს „ბათუმის წყალის“ წინაშე გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბათუმის მასშტაბით წყალარინებისა და წყალმომარაგების მიმართულებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

აღნიშნული პროექტების განხორციელების საქმეში მნიშვნელოვანია საკონსულტაციო კომპანია „MACS”-ის წვლილი, რომლის ძალისხმევითაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა გადაწყვეტილი.