(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული
  • No items available
წყალმომარაგების სამსახური მთელი დღის განმავლობაში ახორციელებს სამუშაოებს სხვადადასხვა ლოკაციაზე
31.03.2022

 

ყაზბეგის ქუჩა - მიმდინარეობს წყალმომარაგების ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადართვა. სამუშაოების შედეგად, ახალი ქსელით 50-მდე აბონენტი ისარგებლებს.

ქეთევან წამებულის ქუჩა - მიმდინარეობს წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. სამუშაოების შედეგად, 50-მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

აეროპორტის გზატკეცილი - მიმდინარეობს წყალმომარაგების ახალი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა. სამუშაოების შედეგად, 50-მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

კახაბრის პირველ შესახვევი - მიმდინარეობს წყალმომარაგების ახალი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა. სამუშაოების შედეგად, 200-მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

მე-19 სატუმ სადგურზე უხვი ნალექის შედეგად დაგროვილი შლამის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა.
30.03.2022

სატუმბი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა.

სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების საშუალებით ხდება.

სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვა ხორციელდება 180 სმ. დიამეტრის მილით, რომლითაც სანიაღვრე წყლები ნაპირიდან 200 გრძივი მეტრის დაშორებით, ზღვაში 14 მეტრ სიღრმეში ჩაედინება.

აღამშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს წყალარინების ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადართვა
30.03.2022

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ახალი ქსელით 1000-მდე აბონენტი ისარგებლებს.

„ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძემ სასტუმრო „რადისონში“ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
30.03.2022

შეხვედრაზე ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის სამუშაოებზე ისაუბრეს, რომელიც შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების სრულად მოწესრიგებას ითვალისწინებს.

მაჭავარიანის ქუჩაზე განხორციელდა სანიაღვრე ქსელის მოწყობა
29.03.2022

ახალი ქსელით 15-მდე ოჯახი ისარგებლებს.