(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული
  • No items available
„ბათუმის წყალის“ ლაბორატორიაში ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყო.
29.04.2022

შეხვედრის ფარგლებში „ბათუმის წყალის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშავებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე, პრაქტიკულად აჩვენეს, როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

„ბათუმის წყალის“ ლაბორატორია IDEXX მეთოდების გამოყენების ერთ-ერთი პირველი დამნერგავი კომპანიაა საქართველოში.

კვინიტაძის, კახაბრისა და აეროპორტის ქუჩებზე გრძელდება წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.
28.04.2022

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 250-მდე აბონენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ბათუმის წყალის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურმა და ჩამდინარე წყლის ლაბორატორიებმა აკრედიტაციის მონიტორინგი წარმატებით გაიარეს
20.04.2022

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი „ბათუმის წყალის“ ლაბორატორიებში ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს ახორციელებს.

„ბათუმის წყალის“ ლაბორატორიები ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

სასმელი და ჩამდინარე წყლების ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდებით ტარდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, უმოკლეს ვადებში დადგინდეს სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად „ბათუმის წყალში“დაინერგა

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დასრულდა დაზიანებული წყალმომარაგების დ160 მმ აღდგენითი სამუშაოები
15.04.2022

კახაბრის ქუჩასა და ჩიხებში წყალმომარაგების ახალი სისტემის დაქსელვა მიმდინარეობს.
15.04.2022

პროექტის ფარგლებში 200-მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს