(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული
  • No items available
მე-19 სატუმბ სადგურზე დაყოვნებისა და გამრეცხვი აუზის წმენდა განხორციელდა.
29.07.2022

სატუმბი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა.

სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების საშუალებით ხდება.

სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვა ხორციელდება 180 სმ. დიამეტრის მილით, რომლითაც სანიაღვრე წყლები ნაპირიდან 200 გრძივი მეტრის დაშორებით, ზღვაში 14 მეტრ სიღრმეში ჩაედინება.

ნურისა და არდაგანის ტბების წყალქვეშა და ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა
24.07.2022

არდაგანის ტბაზე ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
14.07.2022

აღნიშნული ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, „ბათუმის წყლის“ მიერ გაწმენდითი სამუშაოები რეგულარულად ხორციელდება.

ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად „ბათუმის წყლის“ მიერ რეგულარულად ხდება, დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება.

ბაგრატიონის ქუჩაზე ახალ სანიაღვრე ქსელზე გადართვა მიმდინარეობს.
8.07.2022

აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი სისტემით 30-მდე ოჯახი ისარგებლებს.

გერმანიის დელეგაციის წევრებმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს
4.07.2022

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ როსტოკის დელეგაციის წევრებმა ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, „ბათუმის წყალის“ გენერალურ დირექტორთან ალექსანდრე მჟავანაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

დელეგაციის წევრებმა, მე-19 სანიაღვრე სატუმბი სადგური დაათვალიერეს.

სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის შესაბამისად, აშენდა ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგური. სატუმბი სადგურის მიმდებარედ მოეწყო მიწისქვეშა 3000 კუბ.მ. შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს.