(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული
  • No items available

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ დატბორა თამარ მეფის გამზირის მონაკვეთი, რის გამოც საავტომობილო გზაზე შეფერხებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და მერიის შესაბამისი სამსახურები და განხორციელდა სალიკვიდაციო ღონისძიებები სატრანსპორტო მოძრაობის დროულად აღდგენის მიზნით.

ინტენსიურად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და სანიაღვრე ჭების გაწმენდა.

მობილიზებულია სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში ,,ბათუმის წყალი’’ იმუშავებს უწყვეტ რეჟიმში.