ბაგრატიონისა და თავდადებულის ქუჩებზე, წყლის დაგუბების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, იწმინდება ცხაურის ზედაპირები.
ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ნალექის გამტარიანობის უზრუნველსაყოფად სუფთავდება სანიაღვრე არხების, ცხაურებისა და ჭების ზედაპირები.
მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდა და სატუმბ სადგურში შემავალი სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვის მონიტორინგი.