(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული
  • No items available
ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე, გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები.
28.04.2023

აღნიშნულ ქუჩაზე ახალი წყალმომარაგების ქსელით 20-მდე აბონენტი ისარგებლებს.

ტბების ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, ნურის ტბაზე გაწმენდითი სამუშაოები რეგულარულად ხორციელდება
28.04.2023

ადლიის დასახლებაში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის სამუშაოები.
26.04.2023

ამ ეტაპისთვის დასრულებულია ცენტრალური მილის მოწყობა ადლიის ქუჩიდან ლორთქიფანიძის ქუჩამდე.

სამუშაოების დასრულების შემდგომ ახალი წყალმომარაგების ქსელით 5 ათასამდე აბონენტი ისარგებლებს.

გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა (KfW) პროექტით განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.
25.04.2023

გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა ბათუმში ვიზიტის ფარგლებში შპს ,,ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილესთან მინდია კომახიძესთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) პროექტით განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

ადგილზე გაეცნენ მე-19 სატუმბი სადგურისა ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, რომელიც 2012 წელს აშენდა. აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 17 მილიონი ევრო გამოყო.

სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის შესაბამისად, აშენდა ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგური. სატუმბი სადგურის მიმდებარედ მოეწყო მიწისქვეშა 3000 კუბმ შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს.

ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის რეცხვა
24.04.2023