(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ წყლის რესურსები.

წყლის საერთაშორისო დღე ყოველ წელიწადს სხვადასხვა თემატიკით აღინიშნება. 2025 წლის მსოფლიო წყლის დღის თემაა "მყინვარების დაცვა". კლიმატური ცვლილებები მყინვარებზე დიდ ზეგავლენას ახდენს, რაც წყლის ციკლს ბევრად არაპროგნოზირებადს ხდის.

წყლის რესურსების დაცვის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის წყლის გენერალური დირექტორი ალექსანდრე მჟავანაძე მოსწავლეებს შეხვდა და გააცნო წყლის სრული ციკლი სათავე ნაგებობიდან - ონკანებამდე. ასევე, შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მყინვარების დაცვისა და წყლის რესურსების შენარჩუნების სხვადასხვა გზები განიხილეს და ბათუმის წყლის აკრედიტებულ ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, წყლის ხარისხი შეამოწმეს.