(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ადლიის ჩამდინარე წყლების ტერიტორიაზე ფოთლოვანი და წიწვოვანი 100-მდე ნერგი დაირგო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ `ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მინდია კომახიძე და ადლიის გამწმენდი ნაგებობის თანამშრომლები.

ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სათანადო ფუნქციონირებას უდიდესი დანიშნულება აქვს ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და აჭარის ზღვისპირა ზოლის სისუფთავის შენარჩუნების თვალსაზრისით. გამწმენდი ნაგებობის ლაბორატორია და შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრის უახლესი კვლევები მოწმობენ, რომ 2007 წლიდან დღემდე შავი ზღვის დაბინძურების ხარისხი რადიკალურად შემცირებულია.