(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

„ბათუმის წყალი“ ინოვაციურ აღჭურვილობას დანერგავს

„ბათუმის წყალი“ ინოვაციურ აღჭურვილობას დანერგავს, რომელიც წყალარინების ქსელების შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით გამოიყენება.

უნიკალური მოდულური HD კამერის სისტემის შეძენა ჩეხეთის რესპუბლიკის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბათუმის წყლის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

პროგრამა ითვალისწინებს Zikmund electronics-ის მიერ მოწოდებული ინოვაციური აღჭურვილობის დანერგვას, რაც ასევე გულისხმობს ტრენინგს ტექნიკური უზრუნველყოფისა და სისტემის გამოყენების შესახებ.

აღნიშნული სისტემა წყალარინების დაზიანებული მილების აღმოჩენისა და რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება.

პროგრამის ღირებულება დაახლოებით 450 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც 100 ათასი ლარი ჩეხეთის რესპუბლიკისა და UNDP-ის, ხოლო 330 ათას ლარზე მეტი „ბათუმის წყალის“ მიერ დაფინანსდა.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ბათუმის ვიცემერ ლევან დავითაძეს, „ბათუმის წყალის“ ხელმძღვანელ ალექსანდრე მჟავანაძეს, UNDP-ის პოგრამის წარმომადგენელ ხათუნა სანდროშვილს, ჩეხეთის საელჩოს პირველ მდივან იანა ზელინგეროვასა და Zikmund electronics-ის დირექტორ პიტერ ზიკმუნდს შორის.