(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
English

„ბათუმის წყალი" მუშაობის საგენგებო რეჟიმზეა

ზღვაზე არსებული შტორმის გამო, ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთში დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.

არჩილ ჩიქოვანი - უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად, ახალ ბულვარში დაზიანდა სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს მუნიციპალური სამსახურები, ადგილზეა როგორც სანდასუფთავების, ასევე ბათუმის წყლის სპეცტექნიკა და თანამშრომლები. განვაგრძობთ მონიტორინგს ბულვარის ადმინისტრაციასთან ერთად. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ბათუმის წყლის მობილური ჯგუფები. სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

პარალელურად ხორციელდება შტორმისგან დანაგვიანებული სანაპიროს დასუფთავება. სამუშაოებში ჩართულია სანდასუფთავების სამსახურის სპეცტექნიკაც.