(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

„ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე მჟავანაძე სემეკის ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორს ელეონორა ლაგვილავას შეხვდა.

წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენისა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ პროექტის ფარგლებში „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე მჟავანაძე სემეკის ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორს ელეონორა ლაგვილავას შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პროექტის მიზნისა და წყალმომარაგების სექტორში საჭიროებათა კვლევის მნიშვნელობის შესახებ.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და პარტნიორობით მიმდინარე პროექტის „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ ფარგლებში კვლევა განხორციელდება ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ ბათუმსა და მცხეთის მუნიციპალიტეტში.