„ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა კომპანია „MACS”-ის ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადასცა
„ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დავითაძემ საკონსულტაციო კომპანია „MACS”-ის ხელმძღვანელს მატიას ჰიტცელს, კომპანიის ექსპერტს ჰარლდ ვალდიქსსა და კოორდინატორს, სამოქალაქო ინჟინერ-კონსულტანტს ვასილ ტროფიმოვს შპს „ბათუმის წყალის“ წინაშე გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბათუმის მასშტაბით წყალარინებისა და წყალმომარაგების მიმართულებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
აღნიშნული პროექტების განხორციელების საქმეში მნიშვნელოვანია საკონსულტაციო კომპანია „MACS”-ის წვლილი, რომლის ძალისხმევითაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა გადაწყვეტილი.