(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ბათუმის წყალის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურმა და ჩამდინარე წყლის ლაბორატორიებმა აკრედიტაციის მონიტორინგი წარმატებით გაიარეს

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი „ბათუმის წყალის“ ლაბორატორიებში ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს ახორციელებს.

„ბათუმის წყალის“ ლაბორატორიები ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

სასმელი და ჩამდინარე წყლების ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდებით ტარდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, უმოკლეს ვადებში დადგინდეს სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად „ბათუმის წყალში“დაინერგა