(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

„ბათუმის წყალის“ ქოლცენტრის განყოფილება 24 საათის განმავლობაში 300-ზე მეტ ზარს პასუხობს

„ბათუმის წყალის“ ქოლცენტრის განყოფილება 24 საათის განმავლობაში 300-ზე მეტ ზარს პასუხობს. ზარი აქ ყოველ 2 წუთში შემოდის. ქოლცენტრის თანამშრომლები პირველები ახდენენ მათზე რეაგირებას და შეტყობინებებს გადასცემენ შესაბამის სამსახურებს.

ქოლცენტრში შემოსულ თითოეული მოქალაქის ზარს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ცხელი ხაზის ოპერატორები წარმოადგენენ მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს მოქალაქეებსა და „ბათუმის წყალის“ სამსახურებს შორის.