(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

„ბათუმის წყალის“ ლაბორატორიაში ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყო.

შეხვედრის ფარგლებში „ბათუმის წყალის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშავებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე, პრაქტიკულად აჩვენეს, როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

„ბათუმის წყალის“ ლაბორატორია IDEXX მეთოდების გამოყენების ერთ-ერთი პირველი დამნერგავი კომპანიაა საქართველოში.