ბათუმის წყლის ლაბორატორიაში ქ. ბათუმის ფრანგული სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ
დღეს ბათუმის წყლის ლაბორატორიაში ქ. ბათუმის ფრანგული სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ.
მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, სინჯების გამოყენებითა და დანადგარების საშუალებით, პრაქტიკულად აჩვენეს სასმელი წყლის შემოწმების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის წყლის აკრედიტირებული (17025:2017/2018) ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებელთა შესაბამის კონტროლსა და მონიტორინგს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევები უმოკლეს დროში და მაქსიმალური სიზუსტით.