ბათუმის წყლის ლაბორატორიაში მრავალდარგობრივი გიმნაზია იბერიის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ
დღეს, ბათუმის წყლის ლაბორატორიაში, მრავალდარგობრივი გიმნაზია იბერიის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ.
შეხვედრის ფარგლებში, ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს წყლის დამუშავების შესახებ და ისაუბრეს ლაბორატორიული შემოწმების მეთოდებზე; სინჯების გამოყენებით, პრაქტიკულად აჩვენეს სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების პროცესი დანადგარების საშუალებით.
სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.