(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ როსტოკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

არჩილ ჩიქოვანი • Archil Chikovani - ვიზიტის ფარგლებში, ვეწვიეთ როსტოკის ინდუსტრიულ ზონას. აღსანიშნავია, რომ ბათუმში სამრეწველო ზონის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გავიზიარებთ ევროპულ გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთავის.

ასევე, შეხვედრა გაიმართა როსტოკის წყლის კომპანიებთან. გავეცანით ქალაქის წყლის მიწოდების სისტემასა და აღნიშნული მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციფიკას.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორ ქალაქს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების შეთანხმების გაფორმება.