(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, „ბათუმის წყალის“ ლაბორატორიაში წყლის ხარისხის შემოწმების სამუშაო პროცესს გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში „ბათუმის წყალის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშავებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე, პრაქტიკულად აჩვენეს, როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

„ბათუმის წყალის“ ლაბორატორია IDEXX მეთოდების გამოყენების ერთ-ერთი პირველი დამნერგავი კომპანიაა საქართველოში.