(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ბათუმის ვიცემერი ლევან დავითაძე და „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე მჟავანაძე ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან

 

შეხვედრები მლადა-ბოლესლავსა და პრაღაში, გრანტის - გაეროს განვითარების ფონდის პროექტის „HD კამერების უნიკალური მოდულარული სისტემა საკანალიზაციო ქსელის ინსპექტირებისა და მოვლისათვის" ფარგლებში შედგა.

ბათუმის ვიცემერი და „ბათუმის წყალის’“ ხელმძღვანელი წყალარინების ქსელის ინსპექტირებისა და HD კამერების მიმართულებით მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.