(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დელეგაცია იმყოფება

გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) დელეგაცია იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებს.

დღეს, დელეგაციის წევრებმა იმ ობიექტების ნაწილი დაათვალიერეს, რომლებიც ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, KfW-ს დაბალპროცენტიანი სესხით მოეწყო და რეაბილიტირდა.