ბათუმში მოსახლეობის ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემაზე გადართვა გრძელდება.
ბათუმში მოსახლეობის ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემაზე გადართვა გრძელდება.
ბოლო ორ თვეში ქალაქის მასშტაბით წყალარინებისა და სანიაღვრეს ახალ სისტემაზე 250-მდე აბონენტი გადაერთო.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 5 კილომეტრამდე ახალი წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო.
ამ ეტაპზე სამუშაოები სულაბერიძის, ჩხაიძის, ანგისის ქუჩებზე და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს.