(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ბოლო ერთ წლის განმავლობაში „ბათუმის წყლის“ მიერ მოწყობილია 19 ათას 125 მ წყალმომარაგების ახალი ქსელი.

ბოლო ერთ წლის განმავლობაში „ბათუმის წყლის“ მიერ მოწყობილია 19 ათას 125 მ წყალმომარაგების ახალი ქსელი.

აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გონიოსა და ხელვაჩაურის მიმართულებით.

გონიოში აფსაროსის მესამე შესახვევში ახალი წყალმომარაგების ქსელისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა ბეთლემის, სხალთის, შარაშიძის, მიქელაძის, კახაბრის, მაჭავარიანისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე.

ახალი წყალმომარაგების ქსელით დაახლოებით 7 ათასამდე აბონენტი ისარგებლებს.