(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ჩაქვის სათავე ნაგეგებობაზე ფილტრებში არსებული წყლის გამწმენდი კვარცი შეიცვლა და გაირეცხა.

ჩაქვის სათავე ნაგეგებობაზე წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ფილტრებში არსებული წყლის გამწმენდი კვარცი შეიცვლა და გაირეცხა.

ჩაქვის სათავე ნაგებობა 1992 წელს აშენდა. სათავეზე ზედაპირული კაშხლური სახით ხდება წყლის აღება, გაფილტვრა, მრავალჯერადი დამუშავება და მოსახლეობისთვის მიწოდება.

ჩაქვის სათავე ნაგებობა მდინარე ჩაქვისწყალზეა აგებული და წყლის წარმადობა არის 1150 ლიტრი წამში.

მდინარეზე მოპოვებული წყალი შემოწმების რამდენიმე ეტაპს გადის, წყალი მრავალჯერადად იფილტრება და ჩაქვი-1, ჩაქვი-2, სალიბაურის, ინჯალოსა და მახინჯაურის რეზერვუარებში თვითდინებით გადადის, სადაც წყლის ხარისხი წყალგაყვანილობის ქსელში გაშვებამდე ხელახლა მოწმდება.