წყალარინების ქსელისა და სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია
წყალარინების ქსელისა და სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს სარფის, გონიოს, კვარიათის, ახალსოფლისა და ვარშანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა:
• ადლია-ახალსოფლის დამაკავშირებელი 400 დიამეტრიანი, 2800 მ. სიგრძის მილის მოწყობა
• ვარშანიძის ქუჩაზე 670 მ. საწნევო მილისა და მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადლია-ახალსოფლის წყალარინების ხაზისა და ახალსოფლის წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
• სარფის, კვარიათის, გონიოს, ახალსოფლის, წყალარინების ქსელისა და წყალარინების სადგურების რეაბილიტაცია-მშენებლობა
• მამია ვარშანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალარინების საწნევო სადგურის მოწყობა
•თამარის დასახლებაში სატუმბი სადგურის ელევატორებისა და შემოდინების ჩამკეტების რეაბილიტაცია-მშენებლობა.