წყალმომარაგების სამსახური მთელი დღის განმავლობაში ახორციელებს სამუშაოებს სხვადადასხვა ლოკაციაზე
ყაზბეგის ქუჩა - მიმდინარეობს წყალმომარაგების ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადართვა. სამუშაოების შედეგად, ახალი ქსელით 50-მდე აბონენტი ისარგებლებს.
ქეთევან წამებულის ქუჩა - მიმდინარეობს წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. სამუშაოების შედეგად, 50-მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
აეროპორტის გზატკეცილი - მიმდინარეობს წყალმომარაგების ახალი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა. სამუშაოების შედეგად, 50-მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
კახაბრის პირველ შესახვევი - მიმდინარეობს წყალმომარაგების ახალი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა. სამუშაოების შედეგად, 200-მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.