(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართ

შეხვედრის ფარგლებში, „ბათუმის წყალის“ ლაბორატორიის სპეციალისტებმა სტუდენტებს წყლის სინჯების დამუშავების თეორიული და პრაქტიკული სამუშაოები გააცნეს. სტუდენტებმა, სპეციალისტებთან ერთად, წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებში პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში.