(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუდენტების პრეზენტაციები გაიმართა

წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტების პრეზენტაციები გაიმართა თემებზე - წყალი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი; წყლის რესურსების დაზოგვა და მოფრთხილება.  

როგორც შეხვედრაზე „ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, „ბათუმის წყალი“ ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით უერთდება წყლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც წყლის რესურსების გაფრთხილება, გარემოზე ზრუნვა და ამ მიმართულებით სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. 

„მოხარული ვარ, რომ დღეს წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა ბევრი ახალგაზრდა, რითაც გაიზრდება მათი მსოფლმხედველობა და კეთილგანწყობა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მიმართ“ - ალექსანდრე მჟავანაძე.