(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა (KfW) პროექტით განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა ბათუმში ვიზიტის ფარგლებში შპს ,,ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილესთან მინდია კომახიძესთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) პროექტით განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

ადგილზე გაეცნენ მე-19 სატუმბი სადგურისა ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, რომელიც 2012 წელს აშენდა. აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 17 მილიონი ევრო გამოყო.

სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის შესაბამისად, აშენდა ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგური. სატუმბი სადგურის მიმდებარედ მოეწყო მიწისქვეშა 3000 კუბმ შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს.