(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

გერმანიის დელეგაციის წევრებმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ როსტოკის დელეგაციის წევრებმა ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, „ბათუმის წყალის“ გენერალურ დირექტორთან ალექსანდრე მჟავანაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

დელეგაციის წევრებმა, მე-19 სანიაღვრე სატუმბი სადგური დაათვალიერეს.

სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის შესაბამისად, აშენდა ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგური. სატუმბი სადგურის მიმდებარედ მოეწყო მიწისქვეშა 3000 კუბ.მ. შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს.