გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) წარმომადგენლებმა ბათუმში
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) წარმომადგენლებმა ბათუმში ვიზიტის ფარგლებში სანიაღვრე წყლების მე-19 სატუმბი და ადლიის ჩამდინარე წყლებისა და ჩაქვის სათავე ნაგებობა დაათვალიერეს. შეხვედრაზე, რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლებმა KfW-ის მხარდაჭერთ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.