(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

გორგილაძის ქუჩაზე „ბათუმის წყალის“ ტექნიკური ჯგუფები მობილიზებულია და დაზიანების აღსადგენად აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გორგილაძის ქუჩაზე „ბათუმის წყალის“ ტექნიკური ჯგუფები მობილიზებულია და დაზიანების აღსადგენად აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანება სასმელი წყლის მილზეა, გორგილაძის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება 00:00 საათამდე შეეზღუდება.

„დაზიანების მომენტშივე, დაიკეტა წყალმომარაგების ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამჟამად, მიმდინარეობს დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები. ეს ცენტრალური მილსადენი გორგილაძის ქუჩას ამარაგებს წყლით. შესაბამისად, დაზიანების აღდგენამდე, აღნიშნულ არეალში წყალმომარაგება შეზღუდული იქნება“ - აცხადებს „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორის მაოდგილე დავით ბექაია.