(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
English

მწვანე კონცხის მიმართულებით წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა დაიწყო

მწვანე კონცხის მიმართულებით წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს 1000 კბ.მ რეზერვუარის, საწნევო ხაზის, გამანაწილებელი ქსელისა და სატუმბი სადგურის მოწყობას.

მწვანე კონცხის მიმართულებით ამ დრომდე წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. აღნიშნული სამუშაოები 2026 წლის აპრილის ბოლომდე დასრულდება და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით 500-ამდე ოჯახი ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება შეადგენს 15 მილიონამდე ლარს.

ამ დროისთვის ქსელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.