(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

სამრეწველო ზონის მიმდებარედ წყალარინების მაგისტრალური ქსელის მოწყობა და სატუმბი სადგურების მშენებლობა დაიწყო

პროექტს ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „თექ ჰაივეი“ ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას შპს „ბათუმის წყალი“ გაუწევს.

არჩილ ჩიქოვანი • Archil Chikovani - სამრეწველო ზონის მიმდებარედ, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს წყალარინების მაგისტრალური ქსელისა და სატუმბი სადგურების მშენებლობა.
პროექტი გათვალისწინებულია ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვის. აღნიშნულ ტერიტორიაზე არასდროს არ ყოფილა წყალარინების ცენტრალური სისტემა. შესაბამისად, მსგავსი მიწისქვეშა კომუნიკაცია დასახლებაში ამ დრომდე არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი არის მასშტაბური და მნიშვნელოვანი.
სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, რომლის ღირებულება 5 მილიონ 800 ათას ლარამდე შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ შემოერთებულ ტერიტორიებზე დაგეგმილია კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობას გულისხმობს. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და ქალაქთან სრულ ინტეგრირებას უზრუნველყოფს.