სტრატეგიული განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების კომისიის სხდომა გაიმართა
შეხვედრაზე, რომელსაც საკონსულტაციო კომპანია MACS-ის ხელმძღვანელი მატიას ჰიტცელი, საკონსულტაციო კომპანია MACS-ის ექსპერტი ჰარალდ ვალდიქსი
და „ბათუმის წყალის" გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე ესწრებოდნენ, შპს „ბათუმის წყალის“ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, „ბათუმის წყალის“ ახალი ვებგვერდის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია ჩატარდა.
მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ვებგვერდის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ მოხმარებული წყლისა და წყლარინების სერვისების დარიცხვა-გადახდების შესახებ.
ახალი ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია განცხადის ონლაინ ფორმის შევსება და გადმოგზავნა.