(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის მიერ უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ქალაქისა და სანაპირო ზოლის მოვლა-დასუფთავების ღონისძიებები.

ყოველდღიურად ირეცხება ცენტრალური ქუჩები, ასევე ის ქუჩები, რომლებზეც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ყოველდღიურად ხდება სკვერებისა და ტურისტული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება და დასუფთავება.

სანდასუფთავების სამსახურის მიერ ხორციელდება მონიტორინგი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანასთან დაკავშირებით.

შესაბამის სამსახურებთან ერთად, დასუფთავების ღონისძიებებში საჯარო მოხელეებიც ჩაერთნენ. მსგავსი ტიპის აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება.

#ვზრუნავთბათუმზე

#სუფთაქალაქი