ხელვაჩაურში ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხელვაჩაურში, ბეთლემისა და სხალთის ქუჩებზე ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ დასახლებაში 2 ათასი გრძ.მ. ქსელი მოეწყო.
ახალი წყალმომარაგების სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს.