(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული

ხელვაჩაურში, მიხელ ჯავახიშვილისა და ევგენი მექალაძის ქუჩებსა და მიმდებარე ჩიხებში, ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი ქსელი 2 000 გრძ.მ მოეწყობა, რომლითაც 500-მდე აბონენტი ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა მაჭავარიანის ქუჩაზე და ჩიხებში. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე 2300 გრძ.მ ახალი წყალმომარაგების ქსელი მოეწყო, რომლითაც 2000-მდე აბონენტი ისარგებლებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ბათუმის წყალის“ მიერ ქალაქ ბათუმისა და შემოერთებული ტერიტორიების მასშტაბით დაახლოებით 18 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი მოეწყო. აღნიშნულის შესაბამისად 24 საათიანი წყალმომარაგებით 1000 აბონენტამდე სარგებლობს.