(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული
პროექტები

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რებილიტაცია

პროექტს აფინანსებს გერმანიის განვითარებს ბანკი - KfW გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით. ის ფაქტი, რომ აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია მნიშვნელოვან თანხას გამოყოფს პროქტის თანადაფინანსების მიზნით, ხაზგასმით აღნიშნავს პროქტის მნიშვნელობას; ბათუმის მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, მნიშვნლოვან ინვესტიციებს ახორციელებს ურბანული განვითარების პროექტებში. ასევე მესამე და მეოთხე ეტაპების განმავლობაში პროქტის მხარდამჭერი ორგანიზაციებია ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივის ფონდი (NIF), KfW მანდატით, და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი. გერმანიის განვითარების ბანკი ასევე ეხმარება ბათუმის მუნიციპალიტეტსა და პასს პროექტის თანმდევი ტრენინგის მეშვეობით, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დახმარებით.

პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდებოდა:

ფაზა I - 2007-2010წ.წ. (წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები “ძველ” ბათუმში, წყალარინების A და B სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია, ჩაქვის გადამცემი მაგისტრალის ნაწილობრივი რეაბილიტაცია);

ფაზა II - 2008-2012წ.წ. (ბათუმის ცენტრალური უბნების წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების, ადლიის წყალარინების გამწმნედი ობიექტის მშენებლობა, აჭარის სამხრეთ სანაპირო ზოლზე წყალარინების ქსელის და 6 წყალარინების სატუმბო სადგურის მშენებლობა);

ფაზა III - 2012-2017 წ.წ. (ბათუმში ე.წ. “ჭაობის”, ბენზეს, და სხვა წყლისა და წყლარინების ქსელების რეაბილიტაცია; ასევე, აჭარის ჩრდილოეთ სანაპიროს- ჩაქვის სოფლების წყლის და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია);

ფაზა IV - 2015-2021წ.წ. (წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაცია ბათუმის ნახევრად ურბანულ რაიონებში. სანიაღვრე წყლების კონცეფციის შემუშვება და სანიაღვრე სისტემის შემუშავება);

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა