(+995 422) 24 22 22
1152
ზარის შეკვეთა
ქართული
დაზოგეთ წყალი

იმის მიუხედავად, რომ დედმიწის დაახლოებით 70% წყალს უკავია, ადამიანი, მის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს მოიხმარს. ჩვენი პლანეტის 97% -ზე მეტი მლაშე წყლებს წარმოადგენს. მისი სასმელად გამოყენება შეუძლებელია. დანარჩენი 3% დედამიწის ბუნებრივი ფუნქციონირებისთვისაა და საბოლოოდ ისიც ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება. აღსანიშნავია, რომ დღეს, წყლის დეფიციტს დედამისწის მოსახლეობის 40 % განიცდის. როგორც მეცნიერები და კვლევები ამტკიცებენ, დროთა განმავლობაში ამ პრობლემის წინაშე კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება. კვლევებზე დაყრდნობით, ადამიანის მიერ დახარჯული წყლის რაოდენობა მუდმივად იზრდება.

შპს "ბათუმის წყალი" გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

აღმოფხვერით გაჟონვები. დარწმუნდით, რომ თქვენი წყალგაყვანილობის სისტემა მწყობრშია. მაქსიმალურად ეცადეთ რომ, თავი აარიდოთ წყლის არასასურველ ხარჯვას;

დაკეტეთ ონკანი, როდესაც კბილებს იწმენდთ;

შხაპის მიღებისას ონკანი დაკეტეთ, მანამ, სანამ საპნის დატანას ახდენთ სხეულზე. ამ პროცედურით თქვენ ყოველდღიურად ათობით ლიტრ წყალს დაზოგავთ;

სარეცხი მანქანა ამუშავეთ ეკო-რეჟიმზე. ამით თქვენ წყალსაც ზოგავთ და ენერგიასაც;

ყველა ონკანს დაუმონტაჟეთ დაბალი დინების საშხაპე და აერატორი, რაც წყლის დაზოგვას უზრუნველყოფს;

გამოიყენეთ წვიმის წყალი საყოფაცხოვრებო მოხმარებისას და ბაღის მოსარწყავად.