• ქართული
  • English
  •  
    მარიკა გვიანიძე - გენერალური დირექტორი
    მარიკა გვიანიძე, შპს „ბათუმის წყალი“-ს გენერალურ დირექტორად 2018 წელს დაინიშნა. 2011 წელს ეკავა ქალაქ ბათუმის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და სატუმბო სადგურების სამსახურის უფროსის პოსტი.
    არის: ეროვნული კოორდინატორი ეკოლოგიური მარკეტინგის ინსტიტუტისთვის, პროექტი: „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში, FairWild სერთიფიკატი, როგორც მდგრადი მართვის მოდელი.“; მოწვეული სპეციალისტი ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ექსპერტი ჩამდინარე წყლების გადამუშავების ტექნოლოგიაში, ა(ა)იპ ”მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია“; მეცნიერ-თანამშრომელი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში; მოწვეული მასწავლებელი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტი;.
    მარიკა გვიანიძეს განათლება მიღებული აქვს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფაკულტეტი: ქიმიური ტექნოლოგიების და მეტალურგიის, ხარისხი: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორის აკადემიური წოდება, სადოქტორო თემა: „ადლიის გამწმენდი ნაგებობა და მისი გავლენა შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლის წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე."
    2006 – 2008 ნიურტინგენ-გაისლინგენის გარემოს დაცვისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი. სპეციალობა: გარემოს დაცვა ხარისხი: მაგისტრი ინჟინერიისათვის გარემოს დაცვაში მასტერ თეზისი: „საქართველოს ზოგიერთი მდინარის ბიოქიმიური ხარსისხი“
    2003 – 2005 შტუტგარტის უნივერსიტეტი, ფაკულტეტი: გერმანული როგორც უცხო ენა. ხარისხი: სერთიფიკატი გერმანული როგორც უცხო ენა
    ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: აგრო-ტექნოლოგია ხარისხი: დიპლომი აგრონომის კვალიფიკაციით
    ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: ბიოლოგია ხარისი: ბაკალავრიატის დიპლომი ბიოლოგიისათვის
    თინათინ ართმელაძე - გენ. დირექტორის მოადგილე (ფინანსური საკითხების მიმართულებით)
    თინათინ ართმელაძეს 2010-2013 „ბათუმის წყალში“ მთავარი ბუღალტრის პოსტი ეკავა.
    სხვადასხვა წლებში კი წამყვან მენეჯერულ და აუდიტის პოზიციებზე მუშაობდა.
    თინათინ ართმელაძეს განათლება მიღებულია აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსები და საბანკო საქმის სპეციალობით, მინიჭებული აქვს ხარისხი: ბაკალავრის-2002-2006 წწ; მაგისტრის 2010-2011 წწ. ასევე სხვადახსვა წლებში გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები მენეჯმენტისა და ფინანსების კუთხით საქართველოში.
     
    ირაკლი ბაკურაძე - გენ. დირექტორის მოადგილე (ტექნიკური საკითხების მიმართულებით)
    ირაკლი ბაკურაძე შპს ,,ბათუმის წყალი“-ს გენ. დირექტორის მოადგილედ ტექნიკურ საკითხებში 2019- წლის ნოემბრიდან დაინიშნა. 2017-2018-წლებში ეკავა ამავე საწარმოს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სატუმბო სადგურების განყოფილების უფროსის მოადგილის და უფროსის თანამდებობები. 2019-წელს დაიკავა წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელების განყოფილების უფროსის თანამდებობა, ხოლო მოგვიანებით წყალმომარაგების სამსახურის უფროსის თანამდებობა.
    ირაკლი ბაკურაძეს განათლება მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განათლების მიმართულებით.