• ქართული
  • English
  •  
    (995 422) 24 22 22
    1152
    ზარის შეკვეთა
    ქართული
     
    სიახლეების არქივი

    „ბათუმის ახალი სიცოცხლე"

    ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2019

    ქალაქ ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის, KfW-ს დაფინანსებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის ,,ბათუმის ახალი სიცოცხლე" ფარგლებში ადლიის წყალარინების არსებული ნაგებობა გაფართოვდება.

    ნაგებობაზე დაგეგმილია აზოტის მოშორება, ფოსფორის ქიმიური დალექვა, ბიოგაზის გადამუშავება, დამატებითი რეზერვუარების აშენება, რათა მოხდეს შემოერთებული ტერიტორიების ჩამდინარე წყლების მიღება და ევრო სტანდარტების შესაბამისად გაწმენდა.

    ნაგებობა ამჟამად ემსახურება 200 ათასი მოსახლის ექვივალენტს და რეკონსტრუქციის შემდეგ მოემსახურება 300 ათასზე მეტ მოსახლის ექვივალენტს.

    შედეგად, ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის მოსახლეობის ჩამდინარე წყლებიც გაიწმინდება ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე.