ბათუმის წყალი - ცხელი ხაზი
ხუთშაბათი, 22 აგვისტო, 2019
✅ ,,ბათუმის წყალი გისმენთ, რით შეიძლება, რომ დაგეხმაროთ'' - ახალგზრდა გოგონები, რომელებიც 24 საათის განმავლობაში თქვენს 300-ზე მეტ ზარს პასუხობენ.
✅ ზარი აქ ყველა 2 წუთში შემოდის.ისინი არიან პირველი მოპასუხეები თქვენი ზარის დროს და პასუხისმგებელნი არიან, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.
✅ შემოსული ზარები აქ სპეციალურ პროგრამაში მუშავდება. სწორედ ამ პროგრამის საშუალებით ხედავს ტექნიკური სამსახური ინფორმაციას.
✅ ნათია ფირცხალაიშვილი, ოპერატორი: არის მომენტები, როცა განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი სამსახური. ათასი გრძნობა და ფიქრი ირევა... ფიქრი იმაზე, რომ ძალიან მაგარია, როცა შენი პროფესია სხვაზე ზრუნვა და დახმარებაა.