• ქართული
  • English
  •  
    (995 422) 24 22 22
    1152
    ზარის შეკვეთა
    ქართული
     
    სიახლეების არქივი

    წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა სრულდება

    ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2019

    ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა სრულდება. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს.

     I ეტაპზე განხორციელდა:

     წყალმომარაგების ქსელის მოწყობა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში.

     3 500 აბონენტის წყალმომარაგება მეჯინისწყლის ხიდამდე.

     პროექტის II ეტაპზე კი, ხელვაჩაურის ცენტრამდე, მაგისტრალური მილი მოეწყო.

    განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქის ამ ნაწილისათვის. გასული წლის სექტემბერში ჩვენ დავაანონსეთ, რომ ვიწყებდით მაგისტრალური წყალსადენის გაყვანას ხახულის ქუჩიდან ხელვაჩაურის ცენტრამდე. დღეს ეს სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს დაქსელვა და ძალიან მალე მოსახლეობას ცენტრალური სისტემიდან მიეწოდება წყალი - ლაშა კომახიძე.

    პროექტის დასრულების შემდეგ, 8 000-მდე აბონენტის უწყვეტი წყალმომარაგება, 24 საათის განმავლობაში, საწნევო ტუმბოების გარეშე განხორციელდება.წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე, მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით, 85 კილომეტრს შეადგენს. - შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი, მარიკა გვიანიძე.

    ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა და მოსახლეობა წყალმომარაგების მისაღებად მიწისქვეშა წყლებით სარგებლობდა.

    პროექტი ბათუმის მერიის, აჭარის .. მთვარობისა და შპს ,,ბათუმის წყლის მხარდაჭერით ხორციელდება.